მთავარ გვერდზე

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

განახლდა: 17 სექტემბერი, 2026

ეს დოკუმენტი აღწერს, რომელ პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ, რატომ და როგორ ვიცავთ მათ, როდესაც იყენებთ weddsite.ge-ს, უკვეთავთ ჩვენს მომსახურებას ან ხსნით ჩვენ მიერ შექმნილ მოსაწვევს. ვმოქმედებთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

1. მონაცემთა დამმუშავებელი

მონაცემთა დამმუშავებელია ი/მ გუგა ნადირაშვილი, საიდენტიფიკაციო ნომერი 01001071983, მისამართი: 1 გ. ნიჟარაძე, თბილისი, საქართველო. კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვით მოგვმართეთ: info@weddsite.ge.

იმ სტუმრების მონაცემების მიმართ, რომლებიც ჩვენი შემკვეთის მოსაწვევზე RSVP-ს ავსებენ, დამმუშავებელია თავად შემკვეთი (წყვილი ან ღონისძიების ორგანიზატორი), ხოლო Weddsite მოქმედებს როგორც უფლებამოსილი პირი, რომელიც მონაცემებს შემკვეთის დავალებით ინახავს და ამუშავებს (იხ. მე-4 პუნქტი).

2. რომელ მონაცემებს ვაგროვებთ შემკვეთებისგან

როდესაც მოსაწვევს უკვეთავთ, ვამუშავებთ:

  • საკონტაქტო მონაცემებს: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელფოსტა, მესენჯერის ანგარიში, რომლითაც გვწერთ;
  • ღონისძიების დეტალებს: წყვილის ან იუბილარის სახელები, თარიღი, ლოკაციები, განრიგი, ტექსტები;
  • ფოტოებსა და ვიდეოს, რომლებსაც მოსაწვევისთვის გვიგზავნით;
  • გადახდის მონაცემებს: საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელ ინფორმაციას (ბარათის მონაცემებს არ ვინახავთ);
  • სტუმრების პანელის ანგარიშის მონაცემებს: მომხმარებლის სახელი, დაშიფრული პაროლი, შესვლის დრო.

სამართლებრივი საფუძველი: თქვენთან დადებული ხელშეკრულების შესრულება და ჩვენი კანონიერი ინტერესი (მომსახურების უსაფრთხოება, ბუღალტერია). ფოტოებზე ასახული სხვა პირების მონაცემებს ვამუშავებთ თქვენ მიერ მოპოვებული თანხმობის საფუძველზე.

3. მონაცემები, რომლებსაც ვებგვერდი ავტომატურად აგროვებს

weddsite.ge-ზე და ჩვენ მიერ შექმნილ მოსაწვევებზე ანალიტიკის ან რეკლამის ინსტრუმენტებს არ ვიყენებთ. ჩვენი ჰოსტინგ-პროვაიდერი სერვერის ჟურნალებში დროებით ინახავს ტექნიკურ მონაცემებს (IP მისამართი, ბრაუზერის ტიპი, მოთხოვნის დრო), რაც აუცილებელია უსაფრთხოებისა და გაუმართაობის აღმოსაფხვრელად. RSVP ფორმის გაგზავნისას IP მისამართს დროებით ვიყენებთ მხოლოდ იმისთვის, რომ ერთი და იმავე მისამართიდან განმეორებითი ან ავტომატური გაგზავნა შევზღუდოთ.

4. სტუმრების მონაცემები (RSVP და მაგიდები)

თუ ჩვენი შემკვეთის მოსაწვევზე დასწრებას ადასტურებთ, ფორმა აგროვებს თქვენს სახელს, გვარს, დასწრების პასუხს, სტუმრების რაოდენობას და, ზოგ შემთხვევაში, თანმხლები პირების სახელებს, ლოკაციებს ან თქვენ მიერ დატოვებულ შეტყობინებას. ეს მონაცემები:

  • ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ შემკვეთისთვის, ვისი ღონისძიებაც არის, და, ტექნიკური მხარდაჭერისთვის, Weddsite-სთვის;
  • გამოიყენება მხოლოდ ღონისძიების ორგანიზებისთვის: სტუმრების სია, მაგიდების განაწილება, სტუმრის მიერ თავისი მაგიდის პოვნა;
  • შემკვეთს ელფოსტით ეგზავნება პასუხის მიღებისთანავე ან დღიური შეჯამების სახით;
  • არასდროს გამოიყენება მარკეტინგისთვის და არ გადაეცემა სხვა პირებს.

თუ „მაგიდის პოვნის“ გვერდი ჩართულია, სტუმრის სახელი და მაგიდის ნომერი ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვინც მოსაწვევის ბმულს ფლობს, რათა სტუმარმა თავისი ადგილი იპოვოს. თუ არ გსურთ, რომ თქვენი სახელი იქ ჩანდეს, მიმართეთ ღონისძიების ორგანიზატორს ან მოგვწერეთ.

5. ვისთან ვიზიარებთ მონაცემებს

მონაცემებს არ ვყიდით და მარკეტინგული მიზნით არავის ვაწვდით. მომსახურების გასაწევად ვიყენებთ შემდეგი კატეგორიის პროვაიდერებს, რომლებიც მონაცემებს მხოლოდ ჩვენი დავალებით ამუშავებენ:

  • ვებ-ჰოსტინგი და სერვერები (Vercel);
  • მონაცემთა ბაზა და RSVP პასუხების საცავი (Neon და მართვადი Redis საცავი);
  • ფაილების საცავი და კონტენტის მიწოდების ქსელი ფოტოებისა და ვიდეოსთვის (Bunny.net);
  • ელფოსტის გაგზავნა RSVP შეტყობინებებისთვის (Resend);
  • დომენის რეგისტრატორი, თუ საკუთარ დომენს უკვეთავთ.

ამ პროვაიდერების სერვერები შეიძლება საქართველოს ფარგლებს გარეთ (ევროკავშირსა და აშშ-ში) მდებარეობდეს. მონაცემთა გადაცემისას ვირჩევთ პროვაიდერებს, რომლებიც აღიარებულ უსაფრთხოების სტანდარტებს იცავენ და ხელშეკრულებით არიან ვალდებულნი, მონაცემები დაიცვან.

მონაცემები შეიძლება გავამჟღავნოთ, თუ ამას კანონი ან უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო მოითხოვს.

ჩვენ მიერ შექმნილ მოსაწვევებზე შეიძლება ჩაშენებული იყოს მესამე მხარის სერვისი, მაგალითად Google Maps-ის რუკა. ასეთი სერვისი შეიძლება საკუთარ ქუქიებს იყენებდეს მისივე პოლიტიკის შესაბამისად.

6. რამდენ ხანს ვინახავთ მონაცემებს

  • მოსაწვევის შიგთავსი (სახელები, ფოტოები, ტექსტები) და სტუმრების პასუხები: ღონისძიების თარიღიდან არაუმეტეს 6 თვისა, თუ შემკვეთი უფრო ადრე წაშლას არ მოითხოვს ან ვებგვერდის გახანგრძლივებაზე არ შევთანხმდებით;
  • შემკვეთის საკონტაქტო და გადახდის მონაცემები: ბუღალტრული და საგადასახადო ვალდებულებების შესასრულებლად კანონით დადგენილი ვადით;
  • სტუმრების პანელის ანგარიში: ვებგვერდის გათიშვისთანავე;
  • სერვერის ტექნიკური ჟურნალები: ჰოსტინგ-პროვაიდერის სტანდარტული, მოკლე ვადით.

7. უსაფრთხოება

მონაცემები გადაიცემა დაშიფრული კავშირით (HTTPS). სტუმრების პანელი დაცულია პაროლით, პაროლები დაშიფრული სახით ინახება, ხოლო შესვლის მცდელობები შეზღუდულია. ბარათის მონაცემებს არ ვაგროვებთ და არ ვინახავთ. მიუხედავად ამისა, ინტერნეტით გადაცემა სრულად უსაფრთხო ვერასდროს იქნება, ამიტომ პანელის პაროლს ნუ გაუზიარებთ სხვას.

8. თქვენი უფლებები

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, გაქვთ უფლება:

  • მიიღოთ ინფორმაცია, რომელ თქვენს მონაცემებს ვამუშავებთ, და მიიღოთ მათი ასლი;
  • მოითხოვოთ არასწორი მონაცემის გასწორება ან შევსება;
  • მოითხოვოთ მონაცემების წაშლა, დამუშავების შეწყვეტა ან შეზღუდვა;
  • ნებისმიერ დროს გამოიხმოთ თანხმობა, თუ დამუშავება თანხმობას ეფუძნება;
  • მიიღოთ თქვენი მონაცემები სტრუქტურირებული ფორმატით (მაგ. Excel ფაილი სტუმრების პანელიდან);
  • მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (personaldata.ge) ან სასამართლოს, თუ მიიჩნევთ, რომ თქვენი უფლებები დაირღვა.

უფლებების გამოსაყენებლად მოგვწერეთ info@weddsite.ge-ზე. მოთხოვნას კანონით დადგენილ ვადაში, არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, ვპასუხობთ. თუ სტუმარი ხართ და მოთხოვნა შემკვეთის ღონისძიებას ეხება, შეგვიძლია მოთხოვნა შემკვეთს გადავუგზავნოთ ან მისი დავალებით შევასრულოთ.

9. არასრულწლოვნები

ჩვენი მომსახურება განკუთვნილია სრულწლოვანი პირებისთვის. სტუმრების სიაში ბავშვების სახელები შეიძლება მოხვდეს მხოლოდ მშობლის ან მეურვის მიერ შევსებული პასუხით.

10. ცვლილებები

პოლიტიკის განახლებისას ახალ ვერსიას ამ გვერდზე განვათავსებთ, განახლების თარიღით. არსებით ცვლილებას მოქმედ შემკვეთებს ელფოსტით ან მესენჯერით ვაცნობებთ.